ნახეთ, რა გამოიგონეს ქრონიკული ხვრინვის დასაძლევად (ფოტო)

  • primetime.ge
  • 12 სექტემბერი 14:33

ხვრინვა მილიონობით ადამიანის პრობლემაა და ხშირად უქმნის პრობლემებს გარშემომყოფებს.

სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის ადამიანებში, ყოველი მეორე მამაკაცი და ყოველი მეოთხე ქალი ხვრინავს.


თუმცა, მეცნიერებმა შეიმუშავეს პატარა ზომის მარტივი მექანიზმი, რომელიც ხვრინვის დაძლევაში დაგეხმარებათ. ამ მოწყობილობას SilentSnore ჰქვია, იგი სილიკონისგან და ორი პატარა მაგნიტისგან არის დამზადებული.


მისი მოქმედების მექანიზმი ასეთია:


სილიკონის მოწყობილობა ნესტოებს აფართოვებს და ცხვირში ჰაერი გაცილებით უფრო თავისუფლად მოძრაობს.


როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ეს მოწყობილობა ისე ებრძვის ხვრინვას, რომ ძილის ნორმალურ ციკლს არ არღვევს და ადამიანებს ცხვირით სუნთქვაში ეხმარება.


SilentSnore-ს მთავარი უპირატესობებია:


ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვას,


ამცირებს ან აჩერებს ხვრინვას


ებრძვის პირის სიმშრალეს


არ არის ალერგიული


მრავალჯერადი მოხმარებისაა


მსუბუქია და კომფორტული







სრული ვერსიის ნახვა primetime.ge