ოჯახი ბოთლში ჩადებულმა წერილმა სიკვდილისგან იხსნა

  • imedinews.ge
  • 12 სექტემბერი 13:38

აშშ-ში, კალიფორნიაში ქალაქ მორო-ბეი კეტრისში მცხოვრები სამი წევრისაგან შემდგარი ოჯახი აროიო სეკოს 12 მეტრიანი ჩანჩქერის სათავესთან ჩარჩა.

გამოცემა Sanluisobispo-ს ცნობით ისინი სიკვდილს ბოთლში ჩადებულმა წერილმა გადაარჩინა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი კეტრის უოტსონი იხსენებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად 7 წლის წინ არჩეული მარშრუტით ავიდა. 


უოტსონს თან ჰქონდა თოკი, რომლის მეშვეობითაც ის დაბლა ჩამოსვლას გეგმავდა. თუმცა ამჯერად წყლის ნაკადი იყო ძალიან სწრაფი, ამიტომ ოჯახმა ამ დაბრკოლების გადალახვა ვერ შეძლო, რადგან ადგილზე მოცურების საფრთხე რეალური იყო. ოჯახის წევრები შემდგომ გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. მაშინ კაცმა პლასტიკის ბოთლზე ამოკაწრა „მიშველეთ“, წერილში ადგილსამყოფელი მიუთითა და თოკით მდინარის დინების მიმართულებით ჩაუშვა, იმ იმედით, რომ გზავნილს ვინმე ნახავდა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge