"ქართველებმა მე დამტოვეს მარტო !"- პირველი პრეზიდენტის უცნობი აღსარება

  • 12 სექტემბერი 12:56

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია სოციალური ქსელის გვერდზე პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიტყვებს აქვეყენებს სათაურით "პრეზიდენტის აღსარება".

„მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო... ქართველებმა მე დამტოვეს მარტო!


გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის პუტჩის წინ, მიტინგზეც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია, დაშინებული იყო, მე მესმის...


მაგრამ აბა გაიხსენეთ ლიტვა, როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი მხარში ლიტვის ხელისუფლებას. თვეების განმავლობაში მორიგეობდა ათასობით კაცი ლიტვის პარლამენტთან.


ჩვენთან კი, როცა დაინახეს სიცარიელე საქართველოს პარლამენტთან, სწორედ მაშინ დაიწყეს პუტჩი!


ასე რომ, ხალხმა თავის სინდისშიც ჩაიხედოს. თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაბრალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვამარაგებდა.


სამხედრო ოლქი პუტჩისტებს აიარაღებდა! ჩვენ კი, გადაერთებული ავტომატების ამარა ვიყავით დარჩენილნი... და შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ მწარე სიმართლეს დღეს გეუბნებით. აი ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიკვირთ შედეგები, ვინაიდან ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს.“
 ზვიად გამსახურდია",- წერია პოსტში.