"ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო" - ზახარაძემ მოძრაობას "ლელო" დაარქვა

  • 12 სექტემბერი 12:36

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო"წარადგინა. მან გალაკტიონ ტაბიძის ლექსი "ლელო" გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოძრაობის სახელი ამ ლექსს უკავშირდება.

"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭრე ევროპასა და აზიას შორის და სწორედ აქედან უნდა განმტკიცდეს საქართველოს დასავლური ორიენტაცია. ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება სიყვარულის, მეგობრობის, საქართველოს ერთიანობის მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა "ლელო" ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა მიმდინარე წლის ზაფხულში დააანონსა. ამის მიზეზად კი ხაზარაძემ განმარტა, რომ „ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.