პაატა სალია ნინო შუბლაძეზე : ის "რუსთავი 2 "-ში იმუშავებს

  • 12 სექტემბერი 11:44

რუსთავი 2-ის დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე რუსთავი2-ში იმუშავებს. ის ამბობს, რომ მალე ყველაფერს მაყურებელი "რუსთავი 2"- დან შეიტყობს.

როგორც ცნობილია, სალიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რ2-ს ირაკლი იმნაიშვილი შეუერთდა, ის ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა და  როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი გადაცემების ნაწილს უხელმძღვანელებს.


“ირაკლიც არხზე იქნება და ნინოც იქნება არხზე, ყველას ჩვენ ჩვენი ფუნქცია გვექნება, რომ გავაკეთოთ მაღალი ხარსხის პროდუქტი”, – აცხადებს სალია.


კურიერის გაშვება  23 სექტემბერისთვის იგეგმება.