„მინდა მაყურებელს ძალიან კარგი ამბავი ვუთხრა, რომელიც ნოე სულაბერიძეს ეხება“

  • 12 სექტემბერი 10:12

პრაიმშოუს წამყვანები ნოე სულაბერიძეს ახალ წამოწყებას ულოცავენ - ესაა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სამ თვიანი კურსის შექმნა. ოქტომბრიდან „ნოეს საპროდუსერო სახელოსნო“ მსურველების მიღებას იწყებს.

„სახელოსნოში მაღალი დონის სპეციალისტები, მათ შორის ნოე, წაიკითხავენ სხვადასხვა თემებზე ლექციებს. ეს იქნება მარკეტინგი, პროდუსინგი, დაანახებენ შიგნიდან მაყურებელს თუ როგორ იქმნება ეს თუ ის სატელევიზიო პროექტები“,-განაცხადა ირაკლი მაქაცარიამ.