რას გვირჩევენ ვარსკვლავები ? - 12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newposts.ge
  • 12 სექტემბერი 00:09

ვერძი - უფროსმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. ხარისხიანად შეასრულეთ დავალება. საღამოს და თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ.

კურო - უფროს კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ ხელში, რომ საქმეებს საუკეთესოდ გაართვათ თავი.


ტყუპი - სერიოზული საქმეების მოგვარებაც კი საჭიროებს ღიმილსა და იუმორის გამოვლენას. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ახალი აღმოჩენებისთვის.


კირჩხიბი - დღეს განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა მოგინდებათ. სასურველია, იმ წარმატებებზეც დაფიქრდეთ, რისი მიღწევაც გსურთ და ისიც გაანალიზეთ, რამ შეიძლება მიგიყვანოთ გამარჯვებისკენ.


ლომი - კეთილშობილი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.


ქალწული - მოსაწყენად არ გეცლებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს კი მეგობრებთან ერთად უნდა იმხიარულოთ. მოდუნდით და დატკბით ცხოვრებით.


სასწორი - ნურავის გაეჯიბრებით. აკეთეთ ის საქმე, რაც კარგად გამოგდით და გსიამოვნებთ. უმჯობესია, კონკურენტს გაერთიანება შესთავაზოთ, რომ ერთად განახორიელოთ იდეები.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge