"სადარბაზოს წინ სკვერის მოვლა რომ გეზარებათ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ოცნებებს მაინც დაანებეთ თავი"

  • 11 სექტემბერი 20:47

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. 

"ინგლისისა და საფრანგეთის ერთერთი ომის დროს, ფრანგთა მეფემ უკან დაიხია და თავდაცვითი ზღუდე ააგო. გამოვარდნენ დიდებულები და დაუწყეს გაკიცხვა, თუ ნახევარი ქვეყანა დავკარგეთ, რაღა აზრი აქვს ჩვენს ყოფას, რაღაა დასაცავიო?
მეორე ნახევარი - იყო პასუხი.


ჰოდა, საკუთარი ეზოს მოთიბვა და სადარბაზოს წინ სკვერის მოვლა რომ გეზარებათ, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ოცნებებს მაინც დაანებეთ თავი", - აღნიშნავს გამსახურდია.