ქუთაისში საბავშვო ბაღი გაქურდეს - წაღებულია ტაფა და ქვაბი

  • 11 სექტემბერი 20:04

როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი განმარტავს, ავტოქარხანაში მდებარე მეხუთე საბავშვო ბაღიდან წაღებულია სამზარეულოს ჭურჭელი და სხვა ინვენტარი. 

"თანამშრომლები დილით რომ მივიდნენ, ასეთი ფაქტი დახვათ. წაღებული ტაფა, ქვაბი, სასწორი და სხვა სამზარეულოს ჭურჭელი. არ ვიცით, როდის მოხდა, დილით გავიგეთ. მომხდარზე ვაცნობეთ პოლიციას და დაიწყო საგამოძიებო სამუშაოები"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.


მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 177-ე (ქურდობის) მუხლით დაიწყო.