მოლარე დააკავეს, რომელმაც 1300 ბარათის მონაცემი დაიმახსოვრა

  • 11 სექტემბერი 19:01

ტოკიოში მოლარე დააკავეს, რომელმაც “ფოტოგრაგიული მეხსიერებით” 1300 ადამიანის ბარათის მონაცემები დაიმახსოვრა.

პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლარემ ბარათების მონაცემები იმისთვის დაიმახსოვრა, რომ 2,600 დოლარის ღირებულების ჩანთები შეეძინა (270,000 იაპონური იენი).


დაკავებული მოლარე კოტოს რაიონის სავაჭრო ცენტრში მუშაობდა და ბარათების მონაცემებს მაშინ იმახსოვრებდა, როდესაც მომხმარებლების შეკვეთას ატარებდა, შემდეგ კი ინტერნეტით ყიდულობდა ნივთებს, პოლიციიდან წყარომ CNN-ს განუცხადა,


დაკავებული მონაცემების დამახსოვრების შემდეგ მათ რვეულში იწერდა, რომელიც პოლიციამ აღმოაჩინა.