ჯოლი შვილებზე: ძლიერ ადამიანებად გავზარდე

  • 11 სექტემბერი 17:49

ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ თავის თინეიჯერ შვილებზე და მათთან ურთიერთობაზე ისაუბრა. 

ამ თემაზე ჯოლი ყველაზე ნაკლებად საუბრობს.


„როცა შენი შვილები პატარები არიან, უფრო "დედიკოდ" გრძნობ თავს. როდესაც იზრდებიან და თინეიჯერები ხდებიან, შენც იხსენებ ამ ასაკში როგორი იყავი. ჩვენ დიდი სამყაროს პატარა ნაწილები ვართ. რაც ჩემი შვილები გაიზარდნენ ვხედავ რომ ისინი ძალიან ძლიერი ინდივიდები არიან.“- საუბრობს ანჯელინა ჯოლი.


ანჯელინა 18 წლის მედოქსის, 15 წლის ზაჰარას, 13 წლის შაილოსა,15 წლის პაქსის, და 1 წლის ტყუპების- კნოქსისა და ვივიენის დედაა.


ვცდილობ რომ კარგი მაგალითი მივცე, ვიტო მოსიყვარულე და ტოლერანტული, როგორიც დედაჩემი იყო. მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ, რადგან სამყაროში ახლა ძალიან ბევრი რამ ხდება რასთან დაპირისპირებაც მოუწევთ. ახლა BBC-სთან ერთად ვმუშაობ პროგრამაზე ბავშვებისთვის. ჩვენ ჩვენი შვილების იმედი გვაქვს, ამიტომაც მათ სწორი ცოდნა უნდა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ."