თეთრკანიანი და აფროამერიკელი ბავშვის ქუჩაში ჩახუტების ემოციური ვიდეო

  • imedinews.ge
  • 11 სექტემბერი 16:45

ნიუ-იორკში, ქუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვის შეხვედრის ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ვიდეოში ჩანს როგორ მირბიან ერთმანეთისკენ თეთრკანიანი და აფროამერიკელი ბავშვები, "რათა ერთმანეთს, როგორც ნამდვილი მეგობრები ისე ჩაეხუტნონ", - წერს CNN-ი.


სტატიის ავტორის თქმით, ეს იყო იმაზე გაცილებით დიდი ჩახუტება, ვიდრე თავად ბავშვები არიან. ვიდეოში 26 თვის მაქსველი და 27 თვის ფინეგანი, რომლებიც ბოლო ერთი წელია დამეგობრდნენ, ქუჩაში ერთმანეთის დანახვის შემდეგ ერთმანეთის ჩასახუტებლად გარბიან. 


სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge