"არ მახსოვს აფხაზეთის კლიმატი, მაგრამ განმუხურში ზღვას რაღაცნაირად განსხვავებული, ტკბილი მარილის სუნი აქვს"

  • 11 სექტემბერი 15:47

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ინსტაგრამის პირად გვერდზე წერს, რომ შვებულების ბოლო დღე სამეგრელოსა და აფხაზეთის საზღვარზე გაატარა.

 

"სოხუმის კლიმატიაო, განმუხურზე ამბობენ.. რამდენიმე მეტრში საზღვარია..მე არ მახსოვს აფხაზეთის კლიმატი, სამწუხაროდ, მაგრამ განმუხურში ზღვას რაღაცნაირად განსხვავებული, ტკბილი მარილის სუნი ნამდვილად აქვს... აქაურობის ხიბლის ბევრი დეტალი ბუნებას მოჰყვა მზითევში, ზოგიერთიც თანამედროვე მუსიკის ფესტივალებს. ერთიანობაში კი ზღაპარს ჰგავს ეს ყველაფერი, თან ამ სეზონზე, როცა დამსვენებლი და ტურისტი თითქმის აღარსადაა... შვებულების ბოლო დღეებიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ამ საოცარ საზღვარზე გავატარე.. სურვილიც ჩავიფიქრე, მომავალი შვებულებები საზღვარს იქით თქო. რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად", - წერს ფანგანი.