ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს

  • radiotavisupleba.ge
  • 11 სექტემბერი 15:30

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. თავისი გადაწყვეტილების თაობაზე მან კინოაკადემიის წევრებს განცხადებით მიმართა.აღნიშნულს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, ზაზა ურუშაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, რომლებმაც მისთვის მიუღებელი ფორმა მიიღო.


„არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.


ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სრული ვერსიის ნახვა radiotavisupleba.ge