ფორმულა 1- ის ჩემპიონი მიხაილ შუმახერი გონს მოვიდა

  • 11 სექტემბერი 14:32

პარიზის კლინიკის თანამშრომბლები ამბობენ, რომ ფორმულა 1-ის ჩემპიონი მიხაილ შუმახერი გონს მოვიდა. კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომლის თქმით, შუმახერი მათთან მკურნალობას გადის.

გამოცემა pariziani იუწყება, რომ 9 სექტემბერს შუმახერი პარიზის საავადმყოფოს კარდიოლოგიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, გერმანიაში იქნება ექსპერიმენტული ოპერაცია ღეროვანი უჯრედების გულის ქსოვილში შეყვანის მიზნით. პროცესს უხელმძღვანელებს გულის ქირურგი, პროფესორი ფილიპ მენაშე.


შუმახერმა 2013 წელს ალპებში თხილამურით სრიალის დროს, დაცემის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო, რის გამოც სპორტსმენი კომაში ჩავარდა.