მიხეილ ცაგარელი გირჩევთ - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 11 სექტემბერი 13:31

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება არ გახდეს სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და ნოვატორული საქმიანობისთვის, ცოდნის შესაძენად და ინტელექტის გასავითარებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და ბინის შესაცვლელად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა და შორ გზაზე მგზავრობა.


ჯანმრთელობა – შეიტანეთ კვების რაციონში ხილი, რძის პროდუქტი და საქონლის ხორცი, ჰერკულესი, წიწიბურა და ყავისფერი ბრინჯი. მოერიდეთ დასუსტებული ნერვული სისტემის, ფეხის კუნთების და თვალების გადატვირთვას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge