ანი გიუნტერი: "ემოციებს არ ავყევი და "რუსთავი 2"-ში დავრჩი

  • სარკე
  • 11 სექტემბერი 13:21

სატელევიზიო ცვლილებებიო "რუსთავი 2"- ის დილის გადაცემასაც შეეხო. 

"დილა მშვიდობისა საქართველო"  პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. 


ოსონი ახალ ტელეკომპანია მესამეში გადავიდნენ. მათ ნაცვლად ეკრანს ბევრი ახალი და რამდენიმე ძველი სახე დაბრუნდება.  რაც შეეხება, დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს ჟურნალისტი 13 წლიან კარიერას კვლავ "რუსთავი 2"-ზე აგრძელებს. 


"ეს ზაფხული სატელევიზიო ცხოვრებაში განვითარებული მოვლენების გამო  იყო ძალიან მღელვარე და სანერვიულო, მაგრამ პარალელურად თითოეული ჩვენგანი ყოველთვის ვფიქრობდით იმაზე , რომ ემოციებს არ ავყოლოდით. ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ასეთივე შემართებითმივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს",-ამბობს ჟურნალ სარკესთან ანი გიუნტერი. 

წყარო: სარკე