ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 9 სექტემბერი 15:36

დასავლეთ საქართველოში 9-14 სექტემბრის  ჩათვლით უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი.  ამის შესახებამის შესახებ „პირველს“  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

მისივე თქმით, სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  30-32 გრადუსამდე მოიმატებს.


 ცალკეულ ტყეებში მოიღრუბლება შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს,   ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე მიაღწევს.


9-13 სექტემბრის ჩათვლით ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი.


აღმოსავლეთ საქართველოში 9-13 სექტემბრის ჩათვლით მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი,  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 20-22  გრადუსს მიაღწევს.


 13 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო 13-15 რიცხვის ჩათვლით  ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge