თემქაზე ქალის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მაზლი დააკავეს

  • pia.ge
  • 9 სექტემბერი 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება",-აცხადებენ შსს-ში.


ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge