ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა იმარჯვებს

  • pia.ge
  • 9 სექტემბერი 08:58

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა იმარჯვებს.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხაჯიმბამ ხმების 47,38% მიიღო. 


როგორც ხაჯიმბამ აფხაზურ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მთავარია არა ვინმეზე გამარჯვება არამედ "ქვეყნის" განვითარება. 


ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით გალის რაიონი გამოირჩეოდა (67,98%), სადაც სიაში დარეგისტრირებული 1008 ადამიანიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 692 -მა მიიღო.


25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 9 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 50% - ზე მეტი, შესაბამისად, მეორე ტური 8 სექტემბერს დაინიშნა.


მეორე ტურში ორი კანდიდატი, მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია მონაწილეობას იღებდნენ. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge