9 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newpost.ge
  • 8 სექტემბერი 22:24

როგორი იქნება ზოდიაქსო ნიშნებისთვის 9 სექტემბერი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

 

ვერძი - დაამუხრუჭეთ და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. დაფიქრდით, რაზე უნდა ილაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანთან. ნუ იქნებით სპონტანური, გართობის დროსაც კი.



კურო - დაფიქრდით ფულზე, გასავლის შემცირებაზე და შემოსავლის გაზრდაზე. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ მეტად მოძლიერდეთ მატერიალურად.


ტყუპი - კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და ვარჯიშის დასაწყებად. შეგიძლიათ მეგობარიც აიყოლიოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ყველაფერს ხუმრობაში ნუ ატარებთ, ზოგჯერ დაფიქრება გმართებთ.


კირჩხიბი - მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და აგრესია მოთოკეთ. ნუ ჩაერთვებით იმ საქმეებში, სადაც ნერვების მოშლა გელით. დღე მშვიდად და მსუბუქად გაატარეთ.


ლომი - ნაყოფიერი და პოზიტიური დღე გელით. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ ან დაწინაურებას. საღამოს მოერიდეთ დაპირისპირებას ახლობელთან.


ქალწული - ცხოვრება რომანტიკული და პოზიტიური გახდება. შეიძლება საჩუქარი მიიღოთ ან ახლობლებმა სიურპრიზი მოგიმზადონ. მარტოხელებს
ახალგაცნობილთან ფლირტი გელით.


სასწორი - გარშემო მყოფები მზრუნველობით გაგანებივრებენ. მაგრამ ახალგაცნობილებთან მაინც სიფრთხილე გმართებთ. სანამ კარგად არ გაიცნობთ და არ გაერკვევით მათ ზრახვებში, ნუ ენდობით.


მორიელი - დროს ნუ დაკარგავთ. მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუდექით მუშაობას. სიმართლისთვის გარშემო მყოფების დაფასებას და შექებას მიიღებთ.


მშვილდოსანი - ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ. მართალია, საკუთარ თავს უარს ვერ ეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ არ გასცეთ გულუხვი საჩუქრები.


თხის რქა - მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. არ გამოიყენოთ "ბინძური თამაშები". ეცადეთ, მშვიდობიანად მოაგვაროთ კონფლიქტი. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge