სტიქია კახეთის სოფლებში (ფოტო)

  • pia.ge
  • 7 სექტემბერი 22:03

სტიქია იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგაში, ასევე გურჯაანის სოფლებში, ახაშენსა და ველისციხეში.

ანაგაში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, განადგურებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორილია საცხოვრებელი სახლები.


თელავში კი ელექტრიენერგია არ მიეწოდება რამდენიმე უბანს. ველისციხეში კი გადახდილია სახლის სახურავი. ამ ეტაპზე უცნობია რა ზარალი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.


ორივე მუნიციპალიტეტში ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge