8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • newpost.ge
  • 7 სექტემბერი 21:50

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნებისთვის 8 სექტემბერი და რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ვერძი - ახალი იდეების განსახორციელებლად და ძველი საქმეების მოსაგვარებად დამხმარეები დაგჭირდებათ. ნუ ელოდებით ინიციატივას სხვისგან. თავად ითხოვეთ შველა.


კურო - ნუ დაგავიწყდებათ თარიღები, მნიშვნელოვანი დეტალები. არსად დააგვიანოთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში.


ტყუპი - პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ ყურადღება. უამრავი სასიამოვნო გელით გარშემო.


კირჩხიბი - დღე სასიამოვნოდ დაიწყება. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ. თავის ტკივილს აიცილებთ, თუ ყველას გასაგებად დაელაპარაკებით.


ლომი - თუ სიტუაციაში დაკვირვებით და ფრთხილად გაერკვევით, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთს დაგეგმილ მგზავრობასა და გართობაზე უარის თქმა მოუწევს.


ქალწული - თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანი შესაფერისად არ გექცევათ, უნდა დაელაპარაკოთ. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მხიარულად გაატარეთ.


სასწორი - ახალგაცნობილთან ფლირტი და საინტერესო თემაზე საუბარი კარგია, მაგრამ პარტნიორად ისეთ ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და ვინც რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.


მორიელი - სიმართლეს ადვილად გამოააშკარავებთ, თუ რამდენიმე კითხვას დასვამთ. ადამიანს შეცდომებზე დელიკატურად უნდა მიუთითოთ.


მშვილდოსანი - ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და დღევანდელ დღეს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ. იყავით მადლიერი იმ გამოცდილებისა და სიბრძნისა, რასაც დღეს მიიღებთ.


თხის რქა - შეიძლება ის, რაც ადრე არარეალური გეჩვენათ, დღეს ადვილად გამოგივიდეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და იფიქრეთ სარგებელზე, რასაც დღევანდელი საქმე, შეხვედრა მოგიტანთ.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge