ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით ბაღის აღსაზრდელებისთვის აფხაზური ენის კრებული გამოვიდა

  • pia.ge
  • 6 სექტემბერი 14:39

აფხაზური ენის შემსწავლელი კრებულის პროგრამა სათამაშოების თემატიკაზე ააგეს.

მასში მოცემული მასალის საშუალებით ბავშვი 3000 - მდე ახალ სიტყვას შეისწავლის.


“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კრებული, რომელსაც ილუსტრირებული ბარათები ერთვის, ალბომის სახით გამოიცემა.


დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენაზე აფხაზური ენის პოლიტიკის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით, ბავშვთა განვითარებისა და განათლების ცენტრის "ჰარმონია" პედაგოგ - ფსიქოლოგები ვიქტორია არძინბა და საიდა ჯინჯოლია მუშაობდნენ, ხოლო ილუსტრაციებზე - იანა პინჩუკი და მადინა ჩკოტუა.


ენის პოლიტიკის "სახელმწიფო კომიტეტის" ხელმძღვანელი თამილა არშბა ამბობს, რომ აფხაზეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზურ ენაზე შედგენილი წიგნების ნაკლებობაა და ახალი ალბომი ამ ტიპის პირველი სახელმძღვანელოა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge