სად გააგრძელებს საქმიანობას "რუსთავი 2"- დან წასული დათო ტურაშვილი ?

  • რეზონანსი
  • 5 სექტემბერი 14:35

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტები სხვადასხვა არხზე გადანაწილდნენ, საზოგადოების ინტერესი არ ცხრება, თუ რომელ ცნობილ სახეს რომელ არხზე ვიხილავთ.

 გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მწერალი დათო ტურაშვილი ნიკა გვარამიას „მთავარ არხზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს. იგი ამ საკითხთან დაკავშირებით "პრაიმტაიმთან" კომტარს აკეთებს:


"პირველად მესმის, რომ „მთავარ არხზე“ მივდივარ. ვწერ და წიგნი უნდა ჩავაბარო 17 სექტემბერს. შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ ჯერ არაფერი ვიცი გადაცემასთან დაკავშირებით, რადგან ჯერ არც არაფერი შემოუთავაზებია ვინმეს", - განაცხადა ტურაშვილმა.

წყარო: რეზონანსი