თემქაზე ქალი მოკლეს

  • pia.ge
  • 5 სექტემბერი 14:15

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე მისვლისას ბინაში გარდაცვლილი ქალის გვამი იპოვეს.

როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაახლოებით 2 საათის წინ მათთან შევიდა გამოძახება დაკვამლიანებასთან დაკავშირებით.


"ადგილზე მისვლისას ბინაში დაგვხვდა დაკვამლიანება და მცირე მასშტაბის ცეცხლი, სადაც ჩვენ მიერ ქალის გვამი იქნა ნაპოვნი",- გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge