აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა

  • pia.ge
  • 5 სექტემბერი 12:38

დღეს, ხუთ სექტემბერს, აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაშავდა. შუა ასაკის მამაკაცი სახისა და ხელის დაზიანებებით, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.


"პაციენტი შემოვიდა მსუბუქი დაზიანებით. აღენიშნება მტევნის მოტეხილობა, რის გამოც დაედო თაბაშირი. დაშავებულს მალე გავწერთ",- ამბობს ხათუნა კეკელაშვილი.


"პირველი" აბასთუმნის დეპუტატს დაუკავშირდა.


"ობიექტზე დავრეკე, მითხრეს რომ მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება", - გვითხრა გენადი ბოლქვაძემ.


დაიწყო თუ არა მომხდარზე მოკვლევა, ,,პირველი" დეტალებს შსს-ში არკვევს.


აღობილის დასახლებაში სასტუმროს თურქული კომპანია აშენებს. ამავე ობიექტზე ორი დღის წინ კიდევ ერთი მუშა დაშავდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge