"მათთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ" - ყველაზე მაცდური ზოდიაქოს ნიშნები

  • funtime.ge
  • 4 სექტემბერი 14:14

1. თევზები

ისინი უცნობებთან ცოტათი მორცხვები არიან და ამიტომ ამოუცნობად გამოიყურებიან. ისინი შესაძლოა, ბავშვურად გულუბრყვილონი იყვნენ. 

ისინი იმ ადამიანებს მიეკუთვნებიან, რომლებიც საშუალო ასაკშიც კი ბავშვურ ოცნებებსა და მიზნებს ებღაუჭებიან. თევზები - ეს მარადიული ბავშვია, რომელსაც ბედნიერი დასასრულის მქონე ზღაპრების სჯერა. მოწიფული თევზები მზის სათვალეს ატარებენ, რათა თვალები დამალონ. ისინი თანამოსაუბრეს მჭევრმეტყველებით ახვევენ თავბრუს. საფრთხის შემთხვევაში ცრუობენ და ადამიანებით მანიპულირებენ.


2. კირჩხიბი


თუკი თევზები თანამოსაუბრეს სიცრუის ნისლში ხვევს, კირჩხიბი თავად ჭეშმარიტებაა. რასაც ხედავთ, იმას მიიღებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძალიან გახსნილია მათთან, ვისაც ენდობა და ის იდეალური მეგობარია. კირჩხიბს ვერ გამოიყენებთ და ვერც უპატივცემულოდ მოეპყრობით. განაწყენებულმა კირჩხიბმა შურისძიება იცის. მას ძლიერი ემოციები აქვს და ეს მის სასარგებლოდ ყოველთვის არ მუშაობს. ყველაფერი, რაც მას სურს, ესაა, უყვარდეს და იყოს საყვარელი.


3. მორიელი


მორიელი - ეს ხორცშესხმული ცდუნებაა. მის ხმას ჰიპნოზური ზემოქმედება აქვს. თავად მორიელი ადამიანებს არ ენდობა და ძალიან ცოტა ვინმე თუ უყვარს. ის მუდამ მობილიზებულია, ვინაიდან ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებს კარგად იცნობს. მუდამ ერთი ნაბიჯით წინ იქნება, შეგამოწმებთ - ჰგავხართ თუ არა სხვა უღირს მოკვდავთ. შემდეგ კი თქვენგან თავს ადვილად დაიხსნის. ზოდიაქოს ეს ნიშანი საიდუმლო, უკუნი და სასჯელია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge