"ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ვერ საქმდებიან, ქვეყანაში კი პროფესიების შიმშილია..."

  • fortuna.ge
  • 30 აგვისტო 15:36

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებ სტატუსს, სადაც წერს, რომ რეალურად, ქვეყანაში პროფესიების შიმშილია, სტუდენტები კი უნივერსიტეტების დამთავრების შემდეგ უმუშევრები რჩებიან. 

"ანუ ვინც აბარებდა, ყველამ ჩააბარა? არის ვინმე, ვინც ვერ მოხვდა? მგონი, ადგილი მეტი გვაქვს, ვიდრე სტუდენტი. ვაწარმოებთუმუშევრობას, წლებია. ამთავრებენ უნივერსიტეტებს და ვერ საქმდებიან მაშინ, როდესაც პროფესიების შიმშილია ქვეყანაში.


ექთნები გვაკლია


დურგლები არ გვყავს


ტექნიკური პერსონალი არ არსებობს


მკერავი მაღალანაზღაურებადია, ვერ იშოვი


და ა .შ


განათლების რეალური რეფორმა და ავტომატური აკრედიტაციაუმაღლესების ევროპასთან, ეგ იქნება შველა, 3030-ში რო ვიგრძნობთ.


ისე კი ყველას ვულოცავ, ვინც იშრომა და ვისაც ეკუთვნის უმაღლესიგანათლება“.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge