იცით, რომ უცხო ადამიანს შეუძლია, ქუჩაში ენერგია წაგართვათ - ვინ და რატომ აკეთებს ამას?

  • თბილისელები
  • 26 აგვისტო 23:48

იცით თუ არა, რომ სრულიად უცხო ადამიანს, ანუ გამვლელს, შეუძლია, ქუჩაში ენერგია წაგართვათ, ან ნეგატივით „დაგასაჩუქროთ?!.“ ვინ და რატომ აკეთებს ამას? ამ ყველაფერს აგვიხსნის და სათანადო რჩევებსაც მოგვცემს ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქეთევან თ.

– ნებისმიერ დროს შეიძლება, წააწყდეთ ქუჩაში ადამიანს, ვინც ისე „აგაცლით“ ენერგიას, ან ნეგატივით „დაგასაჩუქრებთ“, რომ ამას ვერც მიხვდებით. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, როგორ მოქმედებს ასეთი ხალხი ქუჩაში. ვთქვათ, დგახართ ხალხმრავალ ადგილზე, თუნდაც, გაჩერებაზე. ამ დროს თქვენთან მოდის უცნობი და უცნაურ კითხვებს გისვამთ – არა ისეთს, რასაც ძირითადად კითხულობენ ხოლმე: როგორ მივიდეს ამა თუ იმ ადილზე და მსგავსი... სწორედ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ცდილობს, ენერგია წაგართვათ. დავუშვათ, იქ სადაც დგახართ, მის უკან არის სათამაშოების მაღაზია ანდა, რომელიღაც ბანკომატი. მოდის თქვენთან უცნობი და გეკითხებათ: სად არის სათამაშოების მაღაზია? თქვენ უთითებთ, ის კი ისევ მოგმართავთ: მართლა? იქნებ ის არ არის, მოდი, ერთად მივიდეთ და ვნახოთო. იგივე შეიძლება, მოხდეს ბანკომატის შემთხვევაში, თან დამატებითაც გთხოვოთ, რომ აპარატთან მასთან ერთად მიხვიდეთ და მოხმარების წესებში გაარკვიოთ. თუ თხოვნას შეუსრულებთ და მიჰყვებით ავტომატთან, „სისტემა ჩაირთვება“, რაც ცხოვრების რამდენიმე დღის ენერგიას დაგაკარგვინებთ. ამიტომ, თუ ვინმე მსგავს სულელურ თუ უცნაურ შეკითხვებს დაგისვამთ, როგორმე თავიდან მოიშორეთ: მხოლოდ მიუთითეთ დანიშნულების ადგილი და არ გაჰყვეთ; ან სულაც უთხარით, რომ არ იცით და თვითონვე მოძებნოს – ანუ, ისეთივე პასუხი გაეცით, როგორიც შეკითხვა იყო. თუმცა, ვინც კი ქუჩაში გამოგელაპარაკებათ და რაიმეს გკითხავთ, ყველაფერს უცნაურად კი ნუ ჩათვლით. უბრალოდ, შეკითხვამ თუ ეჭვი გაგიჩინათ, რომ აქ რაღაც ისე ვერ არის, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ის საშიში. თორემ გაჩერებაზე მართლაც გულწრფელად თუ სჭირდება ვინმეს დახმარება, სამარშრუტი ტაქსით სულ სხვა მიმართულებით ნუ გაგზავნით მხოლოდ იმის გამო, რომ გამოგელაპარაკათ. ნუ შეშინდებით, ყველა კი არ წაგართმევთ ენერგიას.


– მხოლოდ გამოლაპარაკებაა ენერგიის წართმევის ხერხი?


– არა, სხვა ხერხებიცაა. მაგალითად, თუ ვინმე ცდილობს, ქუჩაში შეგეხოთ განსაკუთრებით კი უკნიდან – ზურგზე ან თმაზე (თმიდან შეიძლება ენერგიის აღება), ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი ენერგიის წაღება უნდა. ამ შეხებისას ის დახმარებას გთხოვთ და თუ უარი მიიღო, შეიძლება, აგრესიული ფორმითაც კი მოგთხოვოთ შველა და ამას უმიზეზოდ არ აკეთებს – ცდილობს, თავს მოგახვიოთ ნეგატივი საკუთარი ან კლიენტის ცხოვრებიდან. სწორედ ამიტომ გეხებათ სხეულის იმ ადგილებზე, საიდანაც მეტ-ნაკლებად ენერგიის მიღება შეიძლება. ესენია: თმა, ტანის უკანა ნაწილი – ზურგი, რადგან წინა მხრიდან უნებლიე შეხება შესამჩნევია, უკნიდან კი – ნაკლებად. განსაკუთრებით სუსტი წერტილია ადგილი ბეჭებშორის, სადაც კისერი და ზურგი ერთდება: ისეთი მგძნობიარეა, რომ მასზე არათუ შეხება, შეხედვა და ცუდი რამის გაფიქრებაც კი მოქმედებს.


ასევეა, თუ ტაძართან ახლოს გაგაჩერეს და მოულოდნელი კითხვით მოგმართეს, მაგალითად, რამდენგუმბათიანი შენობაა და მსგავსი რამ – არ უპასუხოთ. თუ ამ ადამიანს ლაპარაკში აჰყვებით, თქვენ შორის ენერგიის გაცვლა მოხდება და მისი ნეგატივი თქვენზე გადმოვა. ნეგატივის გადმოცემა უნდა სრულიად უცნობ ადამიანს, როცა ქუჩაში დაჟინებით ცდილობს, რაიმეთი გაგიმასპინძლდეთ ან რაღაც ნივთი შემოგაჩეჩოთ. მაგალითად, ერთხელ უცნობი ქალი გადამეკიდა: პური ვიყიდე, სახლში კი უკვე მქონია, ამიტომ შენ წაიღეო. ასეთ უცნაურ, გაუგებარ საქციელს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და არასდროს არაფერი გამოართვათ უცნობს ქუჩაში, მით უმეტეს, თუ ამას თავს გახვევენ. არის შემთხვევები, როცა კანფეტებით გიმასპიძლდებიან და თუ არ გამოართმევთ, დაჟინებით ცდილობენ, როგორმე გაცდუნონ: „აიღე, აიღე, ძალიან გემრიელი კანფეტია“... და ასე ტკბილად შემოგაპარებთ ის ნეგატივს.


– კიდევ რა ქცევებით შეიძლება, ამოვიცნოთ ენერგოვამპირი ქუჩაში?


– მაგალითად, დგახართ ქუჩაში, გიახლოვდებათ ადამიანი და უცბად ჩაგეხუტებათ; ან ხელს ჩაგკიდებთ და გაჩერდება – შემდეგ კი, უკანმოუხედავად გაგეცლებათ. მაშინვე უნდა მიხვდეთ, რომ ამ ადამიანმა ნეგატივი ან ჯადო გადმოგცათ, რომელიც შეიძლება, სასიკვდილოც კია. ეს მეტად სერიოზული შემთხვევაა...


– და როგორ უნდა გავუმკლავდეთ?


– აუცილებლად დაეწიეთ იმ ადამიანს და მოექეცით ზუსტად ისე, როგორც ცოტა ხნის წინ მოგექცათ თქვენ. ეს კი მის რიტუალს ჩაშლის. ასევე, თუ გვერდით, ან უკნიდან მოგყვებათ ვინმე და გაურკვევლად რაღაცას ბუტბუტებს, ეს რიტუალის ნიშანია – ის იყენებს რაღაც ტექნიკას, რომლის საშუალებითაც თქვენს ენერგიას იტაცებს. ანუ, ის ხსნის თქვენ შორის ენერგეტიკულ არხს ან ზურგიდან გინერგავთ ნეგატივს. ამ დროს სადმე უნდა შეუხვიოთ და რომელიმე შენობაში შეხვიდეთ, თუნდაც მაღაზიაში და ხალხს შეერიოთ. ასე რიტუალი ძალას დაკარგავს და ის ადამიანი ვერაფერს დაგიშავებთ. თუ დაინახეთ, რომ ვიღაც გზაჯვარედინზე დგას და რაღაცას ჩურჩულებს, უმჯობესია, არ მიუახლოვდეთ; არ ეცადოთ, გაიგოთ, რას ამბობს და არც არაფერი ჰკითხოთ, საერთოდ გვერდი აუარეთ. შეიძლება, სულაც არაფერია და ადამიანს „დაცურებული აქვს“, ასეც ხომ ხდება?!. მაგრამ, ზოგჯერ გაგივლის გვერდით ვიღაც, ხელზე ან სხეულის რომელიღაც ნაწილზე ოდნავ შეგეხება, ზედაც არ შემოგხედავს და გზას განაგრძობს. ამ დროსაც ანალოგიურად უნდა მოექცეთ მას თქვენც რომ ნეგატივს გაექცეთ, თორემ მერე მოგიწევთ, პოროფესიონალს მიმართოთ საშველად. ზოგი ისე იქცევა, თითქოს რაღაც დაკარგა. შეიძლება, თქვენ გვერდითაც ჩამოჯდეს და რაღაც, მაგალითად, საფულე, ბეჭედი დატოვოს – ან ნებისმიერი ისეთი ნივთი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ან მოგეწონებათ და არა ნახმარი ცხვირსახოცი, რომელსაც არავინ აიღებს. შეიძლება, მოგეწონოთ ნივთი, მაგრამ არ წამოიღოთ, მხოლოდ აიღეთ, იქვე დადეთ და წადით. ანდა პატრონს დაუძახეთ და ისე, რომ ნივთს არ შეეხოთ, ანიშნეთ, რომ დარჩა და წაიღოს. თუ ვერ შეამჩნიეთ, ვის დარჩა, თქვენ არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ. შეიძლება, მართლაც დარჩა და განგებ არ დაუტოვებია, მაგრამ იმ ნივთის გარეშეც ხომ ცხოვრობდით მანამდე და ასევე იცხოვრებთ შემდეგაც, არ არის საჭირო სხვისი ნივთის აღება.

წყარო: თბილისელები