ცნობილია, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ზელიმხან ხანგოშვილს

  • imedinews.ge
  • 25 აგვისტო 23:26

ბერლინში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს.


გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბერლინის პროკურატურა ავრცელებს.


ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge