25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

  • fortuna.ge
  • 25 აგვისტო 11:15

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, აუქციონების მოსაწყობად და ფინანსური ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს. კარგი დღეა ვარჯიშისა და ფეხით სიარულისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით,  ხილით და ბოსტნეულით, ჰერკულესის ფაფით და სიმინდით.


დღის ფერები და მინერალები – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი,  ასევე ტოპაზი, საფირონი, იაგუნდი, ნეფრიტი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, ქალწული და მორიელი.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge