Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს

  • imedinews.ge
  • 24 აგვისტო 20:40

ცნობილი სატელევიზიო სერიალის Game of Thrones-ის ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი Marvel-ის ერთ-ერთ ფილმში ითამაშებს. ინფორმაციას Deadline-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჰარინგტონი Marvel-ის სუპერგმირის შესახებ ფილმში გამოჩნდება. ამ ეტაპზე უცნობია, რომელ ფილმზე იმუშავებს და ვის როლს შეასრულებს GOT-ის მსახიობი.


გამოცემის ცნობით, Marvel-თან თანამშრომლობის შესახებ დეტალები, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge