სახლი გერმანიაში მეგრულენოვანი წარწერით - როგორია ქართულ-გერმანული ოჯახის ცხოვრება ?

  • livepress.ge
  • 24 აგვისტო 17:39

ერთ პატარა, მშვიდ ქალაქში, რომელიც გერმანიის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში, ბადენ-ვურთემბერგში მდებარეობს, თვალს სახლის შესასვლელში გამოკიდული ხის აბრა იპყრობს.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ ყველაფერში, რომ არა ერთი დეტალი - აქ სტუმრებს მეგრულ ენაზე ეპატიჟებიან - "მოზოჯ პატინ - ქართულ-გერმანული ოჯახი".


ზუგდიდელმა სალომე თოდუამ და რენე ლენნიგკიმ ერთმანეთი პატარა ქალაქ ზაქსენში გაიცნეს. გერმანელი მოგზაურისთვის ეს ადგილი ათი კილომეტრით იყო დაშორებული მშობლიური სახლიდან, ქართველ ემიგრანტს კი საკუთარ ფესვებს 5 ათასი კილომეტრი აშორებდაო, გვიყვება რენე. დღეს წყვილის ცხოვრება განსხვავებულ სამყაროებს, ტრადიციას აერთიანებს და ყოველდღიურობას ორივესთვის საინტერესოს ხდის.


ამბობს, რომ აქ ყველაფერი აქვთ, რაც საქართველოში უყვართ და გერმანიაში მოისაკლისებენ - ვაზი, ლეღვი, ფეიხო, პალმები, ქართული სითბო და ოჯახური ადათ-წესები, გერმანული საფუძვლიანობა და მიზანსწრაფულობა. უფრთხილდებიან ერთმანეთის ჩვეულებებს. შობას ორჯერ ზეიმობენ. ქალიშვილის დაბადებამ თანაცხოვრება კიდევ უფრო მტკიცე გახადაო, ამბობენ.


"ზაქსენი დასაწყისია უსასრულოდ ბედნიერი ისტორიის, რომელიც ყოველ დღე უკეთესი ხდება. ვცდილობთ ჩვენი ოჯახი იყოს პატარა კუნძული დიდ გერმანიაში", - უთხრა რენე ლენნიგკიმ "ლაივპრესს".


სრული ვერსიის ნახვა livepress.ge