ელექტროსიგარეტის მოხმარების გამო ფილტვების სერიოზული პრობლემები ბევრს ადამიანს ექმნება

  • 1tv.ge
  • 24 აგვისტო 16:51

აშშ-ში ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ელექტროსიგარეტის მოხმარების გამო, ფილტვების სერიოზული პრობლემები აშშ-ში სულ უფრო მეტ ადამიანს ექმნება. ილიონისის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა კი, ელექტროსიგარეტის მოხმარების შედეგად პირველი ფატალური შემთხვევის შესახებაც განაცხადა. დაღუპულს ფილტვების სერიოზული დაავადება სწორედ ელექტროსიგარეტის მოხმარების შემდეგ გაუჩნდა.


აშშ-ის პროფილაქტიკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, 2019 წლის ივნისში ფილტვების სერიოზული დაავადება ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ადამიანს გაუჩნდა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge