ვინ სთხოვა ნანუკა ჟორჟოლიანს ნაოჭების გაქრობა ? - " არადა როგორ არ მაღელვებს არცერთი მათგანი"

  • 24 აგვისტო 16:40

"მგონია რომ არასოდეს ისე ჰარმონიაში არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც დღეს ამ ნაოჭებთან",-ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. 

"ამ ფოტოზე, ინსტაგრამზე უცნობმა ნაოჭების გაქრობა მირჩია. არადა ფოტო ამბობს როგორ არ მაღელვებს არცერთი მათგანი და როგორ შეიძლება ნაოჭებთამ ერთად ბედნიერი იყო. 


ნათია ფანჯიკიძის წიგნში “შიშო გამოდი გარეთ” ერთ-ერთი თავი აღწერს, როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სხეული, როგორ უნდა მოგვწონდეს ის. აუცილებლად წაიკითხეთ, თუ ფიქრობთ რომელიმე პლასტიკური ოპერაციიც გაკეთებას. მგონია რომ არასოდეს ისე ჰარმონიაში არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც დღეს ამ ნაოჭებთან. არ დაითვალოთ ისინი, ითვალეთ ბედნიერი წუთები მხოლოდ",-წერს ჟორჟოლიანი.