მიხეილ ცაგარელი გირჩევთ - 24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 24 აგვისტო 10:24

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გირჩევთ, რომ აკონტროლოთ ემოციები და არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას, რადგან მაღალია კონფლიქტის და დაპირისპირების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ძველი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, აუქციონის მოსაწყობად და სავაჭრო ხელსეკრულებების გასაფორმებლად, ცოდნის შესაძენად და ახალი პროფესიის ასათვისებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.


 ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს, მხრებს და ხელის კუნთებს. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, მოთუშული ბოსტნეულით და ფაფით, დროებით თქვით უარი ტკბილეულის და ცომეულის მირთმევაზე.


დღის ფერები და მინერალები – ნაცრისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, იისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, ამაზონიტი და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge