საქართველოს მრავალგზის 23 წლის ჩემპიონს სამი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

  • primetime.ge
  • 23 აგვისტო 21:21

შსს-მ სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა. ბრალდებული სპორტის ერთ-ერთ სახეობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. 

სექსუალურ ძალადობაში მხილებული ახალგაზრდა სპორტსმენი დანაშაულს ძირითადად თბილისის ტერიტორიაზე სჩადიოდა.


ამონარიდი ბრალდებიდან:


„მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 01:45 საათზე თბილისში, ..... კორპუსის სადარბაზოში გ.მ-ს სხეულზე ძლიერად მოხვია ხელები სხეულით მიაწვა სხეულზე და მიაბჯინა სადარბაზოს კედელზე, რა დროსაც ტანსაცმლის გარედან ეფერებოდა მკერდზე და სხეული სხვადასხვა ორგანოებზე, რის შემდეგაც ხელი ჩაუყო ტანსაცმლის შიგნით. გ.მ ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და თავის დაღწევას, რის გამოც ბრალდებულმა მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში და ფეხი ჩაარტყა თეძოს არეში, რის გამოც გ.მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“.


ახალგაზრდა სპორტსმენის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში დევს რამდენიმე ჩვენება, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისა და ამოცნობის ოქმები, ასევე მტკიცებულების სახით ამოღებული ტანსაცმელი.


სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ სპორტსმენს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.      


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge