"ნუ დადგამთ პარფიუმერიის მაგიდას საწოლის პირდაპირ"...

  • 23 აგვისტო 15:39

ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია ადამიანებს ურჩევს, რომ პარფიუმერიის მაგიდა საწოლის პირდაპირ არ დადგან. მისი თქმით, ის წარუმატებლობის მომტანია.

"ნუ დადგამთ პარფიუმერიის მაგიდას საწოლის პირდაპირ


არასოდეს დადგათ პარფიუმერიის მაგიდა საწოლის პირდაპირ. სარკე ამ ადგილას იწვევს და აძლიერებს წარუმატებლობას, უთანხმოებას, ურთიერთობებში პრობლემებს. თუ შეუძლებელია პარფიუმერიის მაგიდის გადაადგილება შეინახეთ ყველა პატარა სარკე, კოსმეტიკა და სავარცხელი შიგნით, ყუთში და სარკეს ჩამოაფარეთ ქსოვილი, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემების დროებითი გადაწყვეტაა, რადგან საძინებელში სარკე არ შეიძლება", - წერს კვარაცხელია.