"გურჯი ხათუნს წმინდანივით პატივს სცემდნენ" - რა აღმოაჩინეს მის მისტიურ საფლავში ?

  • რეზონანსი
  • 22 აგვისტო 14:54

რაიონში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნაპოვნია სავარაუდოდ სულთან ალეიდინ ქეიყუბად მეორისა და მის დედის, გურჯი ხათუნად წოდებული, თამარ დედოფლის სარკოფაგები.

თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი აქამდე უცნობი იყო. ზოგი ვერსიით ის ქონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერისიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.


 


ვინ იყო გურჯი ხათუნი


 


თამარ მეფის შვილიშვილი, თამარ ბაგარტიონი, რუსუდან დედოფლისა და არზრუმის სულთანის ტოღრილის შვილის მოლიის ედ დანის ასული იყო. იგი 1236 წელს (მე-13 საუკუნე) 13 წლის ასაკში რუმში, 17 წლის სელჯუკთა სახელგანთქმულ მბრძანებელს ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ მეორეს მიათხოვეს.


როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, სულთანს ქართველი დიდებული ქალი უზომოდ შეუყვარდა, სწორედ მან უწოდა თამარ ბაგრატიონს გურჯი ხათუნი (ქართველი ქალბატონი).


გურჯი ხათუნი, მალევე გულით შეიყვარეს მუსლიმანურ სამეფოში, სილამაზისა და გონიერების წყალობით თამარი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.


იკონიელები აღფრთოვანებული იყვნენ დედოფლის სილამაზით, განათლებით, პოლიტიკური გამჭრიახობით. ტახტზე დაბრძანებისთანავე მას გაუცია პურის გიაფების ბრძანება, უმწეოთათვის კი უფასოდ დარიგება. დაუარსებია პურის ბაზარი, რომელსაც თავად აკონტროლებდა.


გურჯი ხათუნი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში, მოლაპარკებებს აწარმოებდა უცხო ქვეყნების ელჩებთან და ბოლომდე ერთგული დარჩა ქრისტიანული რჯულის.


სულთანს გურჯი ხანუმი ყველა ცოლზე მეტად უყვარდა, სწორედ ამიტომაც სულთნის ერთ-ერთმა ცოლმა გურჯი ხათუნის მოწამვლა განიზრახა, დედოფალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, განრისხებულმა მბრძანებელმა დამნაშავე ცოლი სიკვდილით დასაჯა.


როგორც ისტორიულ წაყროებიდან ხდება ცნობილი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ მეორემ მოეჭრა მონეტა და მასზე თამარის სახე ამოეტვიფრა.


სიყვარულის მონეტა


 სულთანას სურვილი ჰქონდა მისი ზეობის ჟამს მოჭრილ ვერცხლის მონეტაზე, მისი მეუღლის გურჯი ხათუნის სახე ამოეტვიფრა, მაგრამ, ამას კრძალავადა ისლამის რჯული. მაშინ სულთანმა ხერხს მიმართა და შექმნა ემბლემა მზე -ლომის ზოდიაქოში.


ამბობენ ეს იდეაც გურჯი ხათუნმა მიაწოდა მეუღლეს. 1236 წელს მოჭრილი მონეტით იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა, შირ უხირშადე, მზე და ლომი. ციურის სხეულის დისკოში უმშენიერესი ქალის სახით ამოტვიფრული, რომელიც გურჯი ხათუნს ძალიან ჰგავს.


"როგორც ანკარის ნუმიზმატიკის მუზეუმის დირექტორმა მითხრა, სულთანს იმდენად უყვარდა მეუღლე, ცაში აჰყავდა და მზეში გამოხატა. მას წმინდანივით სცემდნენ პატივს მუსლიმანურ სამეფოში"- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ისტორიკოსი გიორგი კალანდია.


მაგრამ გურჯი ხათუნის ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, დედამისის რუსუდან მეფის წყალობით. მან თამართან გააგზავნა მისი ძმის ლაშა-გიორგის შვილი დავით ულუ, რომელსაც თავის შვილის დავით ნარინის მეტოქეს ხედავდა საქართველოს ტახტზე და თამარს მისი მოკვლა უბრძანა.

წყარო: რეზონანსი