მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

  • 21 აგვისტო 21:55

19 აგვისტოდან  თბილისში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება დაიწყო.

26 აგვისტოდან  3 სექტემბრამდე გადასაღები მოედანი რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.



როგორც “კომერსანტისთვის“  გახდა ცნობილი, ამ დროს გადაიღებენ ფილმის იმ მონაკვეთს, როდესაც  მანქანა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში შევარდება.


Universal Pictures-ი ამ სცენაში ობიექტების მფლობელ კომპანიებს, სადაც მანქანა შევარდება,  სოლიდურ თანხას გადაუხდის.


გამოცემის ცნობით, ერმენეჯილდო ზენია, ჰუგო ბოსი, გარდერობი, პოლ & შარკი —  სავარაუდოთ, ეს იმ საერთაშორისო ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა მაღაზიებიც რუსთაველის გამზირზე მდებარებს. ამ  4 ბრენდს საქართველოში ერთი ოფიციალური წარმომადგენლი ჰყავს - შპს ვიქტორია-98.