ბორის ჯონსონის მეგობარ გოგოს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

  • imedinews.ge
  • 21 აგვისტო 18:59

როგორც Daily Mail-ი წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ში შესვლა აუკრძალეს.

გავრცელებული ცნობით, 31 წლის კერი საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.


მედიის ინფორმაციით, ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge