ქუმსიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

  • 19 აგვისტო 12:36

შსს-ს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ დააკავეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ი.ქ. ყოფილი მაღალჩინოსნის, დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე  სამართალდამცველების მისვლისას გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


"სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.


ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.