ვინ არის ჟურნალისტი, რომელიც ოკუპანტების მსხვერპლ ოჯახს საკუთარ სახლს უთმობს

  • plus.kvira.ge
  • 19 აგვისტო 11:33

ჟურნალისტმა ბარბარე ბენაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მზად არის, გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს – ოჯახს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი გახდა, საკუთარი ორსართულიანი სახლი დაუთმოს.

“მე შემიძლია, გუგუტიანთკარის მოსახლეს მივცე ჩემი ორსართულიანი სახლი დედოფლისწყაროში, ავეჯის ნაწილით, რაც გადაურჩა 2010 წელს ქურდებს. წამოვიღებ მხოლოდ წიგნებს. ერთს ვითხოვ მხოლოდ, წელიწადში რამდენჯერმე ჩავალ სტუმრად! მე ამით შემიძლია, დავეხმარო ჩემთვის ძალიან საყვარელი რეგიონის შესანიშნავ ადამიანებს!”, –  წერს ბენაშვილი სოცქსელში.


ბარბარე ბენაშვილის აღნიშნულ ინიციატივას სოცქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge