რამ გამოიწვია საზარელი ავარია სენაკთან, რა დროსაც ორი ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა

  • რეზონანსი
  • 19 აგვისტო 10:58

გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან დატრიალებულ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ავარიის შედეგად მანქანაში გაჩენილ ხანძრის დროს ცოცხლად დაიწვნენ.

„მას შემდეგ, რაც სენაკში, გაუმართავი გზის მშენებლობის გამო მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში 2 ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, იმ საგზაო კომპანიამ, რომელსაც აღნიშნულ მონაკვეთზე აყრილი გზა 4 დღის განმავლობაში შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე უპატრონოდ ჰქონდა მიტოვებული, ღამის საათებში, სიბნელეში განაგრძო მუშაობა... დიდი ალბათობით, რაღაც კვალის დაფარვას ცდილობენ ამ სიბნელეში. შეკითხვებით მისულ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანიის თანამშრომლებმა ფიზიკური დაპირისპირებით და გინებით უპასუხეს. ასეთი უპატრონობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“ - წერს კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში.

წყარო: რეზონანსი