სისხლიანი დაპირისპირება სოფელ კარდენახში - დაჭრილია 48 წლის კაცი

  • 18 აგვისტო 11:17

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ქუჩური გარჩევა სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თანასოფლელმა ცივი ირაღით 48 წლის ყოფილი პოლიციელი, ვალერი კვაცაშვილი დაჭრა.


დაშავებულს ჭრილობები მხრისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. მას დახმარება გურჯაანის საავადმყოფოში გაუწიეს და უკვე სახლშია გაწერილი.


ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კვაცაშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც უკვე დანით გაუსწორდა.


მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს დაზარალებული მხარე.


შსს-ს ინფორმაციით, საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.


ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა დაკავებული არ არის.