"ვეღარ ვლაპარაკობ, ბოღმა მახრჩობს, სიკვდილი მინდოდა გუშინ... სახლი შუაზე გამიყვეს, გააგებინეთ მსოფლიოს როგორ ვიტანჯებით აქ" - ადამიანები გუგუტიანთკარიდან

  • 16 აგვისტო 17:57

სოფელ გუგუტიანთკარის მაცხოვრებლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, მსოფლიოსთვის მათი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

"2011 წლის მარტში, სახლი შუაზე გამიყვეს მავთულხლართები ახლაც იქ არის, 11 ქვეყნის ელჩი აქ იყო"...


"ნაბიჯი არ გადაგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გამსრისოს, ვეღარ ვითმენ, ვეღარ ვლაპარაკობ, ბოღმა მახრჩობს, სიკვდილი მინდოდა გუშინ..."


"მინდა, რომ ყველანი დადგეთ ერთად და უშველოთ საქართველოს, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა, გააგებინეთ ჩვენ რა სატანჯველში ვართ. მე ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა მაგრამ არ დამიტოვებია სოფელი, ამ ხნის ქალი ვარ არც ახლა დავტოვებ, მაგრამ შვილებს და შვილიშვილებს რა ვუყოთ", - ასე მიმართეს გუგუტიანთკარის მკვიდრებმა საოკუპაციო ხაზთან ჩასულ ქეთევან ციხელაშვილს.



საოკუპაციო ზოლთან სოფელ გუგუტიანთ კარში საგარეო სამეთა სამინისტროს ორგანიზებით დღეს დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ.


სოფელ გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები ე.წ. საზღვრების გავლებას განაგძობდბენ და ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში ძელებს არჭობდნენ.


2 ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების საცხოვრებელი სახლები და ეზოები ე.წ. საზღვრის მიღმა რჩება. ადგილზე მუშაობდა სპეციალური ტექნიკაც.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე განახლდა.