"ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია მოგიყვეთ რა მამოძრავებდა 2008 წლის აგვისტოში"

  • fortuna.ge
  • 16 აგვისტო 15:04

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “იმედის” დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება არის დადანაშაულებული.

სააკაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს მან ომი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა.


„მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ, რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები, რაც არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე


2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი არჩევნები მოვიგეთ და რამდენიმე თვეში მოვიგეთ უზარამაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა.“-ამბობს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
 
 
არ ვიზიარებ! - ,,ქრონიკის'' ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან
მისივე  თქმით, ფილმი პირდაპირ რუსული დავალებაა.


„ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს ორი მიზანი:რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ქართულ სამხედროებს ჰააგის სასამართლოში წაუყენონ ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს. ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს.


მეორე არის ის, რომ რუსეთს ასევე უნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია.  ეს ფილმი არის ის, რისთვისაც ამზადებენ ქართულ საზოგადოებას. მიხარია, რომ საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ასე მარტივად ვეღარ გვახვევენ თავს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge