დედოფლისწყაროში კაცი ამწედადან ჩამოვარდა სატვირთოს ქვეშ მოყვა და დაიღუპა

  • primetime.ge
  • 16 აგვისტო 14:21

უბედურ შემთხვევას დედოფლისწყაროში 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცი სატვირთო ავტომანქანის ქვეშ მოყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ის მანქანის შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც სატვირთო მანქანის ამწედადან ჩამოვარდა.


სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვეღარ შეძლო.


ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge