დაპირისპირება სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის

  • rustavi2.ge
  • 14 აგვისტო 22:57

დაპირისპირება სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს.

ბოლნისის რაიონის სოფელ ფოლადაურის მცხოვრებლები, მღვდელს შინაური პირუტყვის დაჭრაში ადანაშაულებენ.


ადგილობრივები ყვებიან, რომ 6 გასროლას, რის გამოც 6 ძროხა დაიჭრა, წინ უძღოდა დაპირისპირება სასულიერო პირთან, რომელიც სოფლის მოსახლეობას ტყეში საქონლის გაშვების უფლებას არ აძლევდა.


დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათი საქონელი, სწორედ მამა მიქაელმა დაჭრა, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ, სოფელში აღარ უნახავთ.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge